ესპანეთმა ანკლავ სეუტაში მიგრანტთა შესაჩერებლად ჯარი შეიყვანა

ესპანეთში ანკლავის, სეუტას ტერიტორიაზე მეზობელი მაროკოდან 6 000-მდე მიგრანტი შევიდა, რის გამოც ქვეყანა იძულებული გახდა მათ შესაჩერებლად ადგილზე ჯარი გაეგზავნა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მიგრანტების უმეტესობა მაროკოელია და მათ შორის 1 500-მდე არასრულწლოვანია.

ქვეყნის ხელისუფლების განცხადებით, სეუტას სასაზღვრო ძალებს პატრულირებაში 200 ჯარისკაცი და 200 პოლიციელი დაეხმარება.

გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა სეუტაში შექმნილი კრიზისის გამო პარიზში დაგეგმილი ვიზიტი გადადო. აფრიკელ მიგრანტებს უკეთესი ცხოვრების პირობების გაუმჯობესების გამო ესპანეთის სეუტასა და მელილას ანკლავები იზიდავთ.