ესპანეთს ქარბუქი დაატყდა თავს - VIDEO - PHOTO

ჩრდილოეთ ესპანეთს ქარბუქი დაატყდა თავს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

რეგიონში გზები თოვლით არის დაფარული. მათ გაწმენდას სპეციალური ტექნიკა ცდილობს.

ზოგან ტემპერატურა -11 გრადუსამდე დაეცა.

გავრცელებული ინფორმაციით, უახლოეს დღეებში ესპანეთში ჰაერის ტემპერატურა დათბება, რასაც, შესაძლოა, წვიმები და წყალდიდობაც კი მოჰყვება. თუმცა, მთაში სათხილამურო სეზონი უკვე გაიხსნა.

ფოტო: REUTERS

ამასთან, ესპანეთის ქალაქ ალიკანტეში ძლიერი სეტყვა მოვიდა.

სეტყვამდე ქალაქში კოკისპირულად წვიმდა.

მეტეოროლოგების ინფორმაციით, სულ რაღაც 25 წუთში 46 მილიმეტრი სეტყვა მოვიდა.