ესპანეთს კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი ზრდა ემუქრება - ექიმები

ესპანელი ექიმების თქმით, სანაპიროზე გამართულმა წვეულებებმა და პირბადის არ გამოყენებამ, შესაძლოა, ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევების სერიოზული ზრდა გამოიწვიოს.

ვერც ხელისუფლების გაფრთხილებამ და ვერც პოლიციის მხრიდან მუდმივმა დარბევამ ახალგაზრდები სახლში ვერ ჩაკეტა. ცნობილია, რომ ბარსელონას სანაპიროები ხალხით გადატვირთულია.

ევროპის მაცხოვრებლები აღშფოთებულნი არიან ვაქცინაციის ტემპით. მათი თქმით, ის დაგეგმილზე ნელა მიმდინარეობს.