ესპანეთში 24 საათში COVID-19-ით 510 ადამიანი გარდაიცვალა

ესპანეთში, სადაც ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით ყველაზე მძიმე მდგომარეობაა შეერთებული შტატების შემდეგ, ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 510 ადამიანი გარდაიცვალა. რაც 23 მარტის შემდეგ, ყველაე დაბალი მაჩვენებელია. დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 16,353-ს მიაღწია.

ინფიცირების 3,579 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 157,022-ს მიაღწია.

ჯამში გამოჯანმრთელდა 59,109 პაციენტი. 86,390 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობას განაგრძობს.