ესპანეთში ბოლო 24 საათში კოროანვირუსისგან 812 ადამიანი გარდაიცვალა

ესპანეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, ახალი ტიპის კორონავირუსს კიდევ 812 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულთა რაოდენობამ 7340-ს მიაღწია. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს.

COVID-19-ით ესპანეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 6400 პირს დაუდასტურდა ინფიცირება, რითაც დაავადებულთა რაოდენობა 85 195-მდე გაიზარდა. 5,2 ათასი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა, ხოლო 16,9 ათასამდე პაციენტი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლით ესპანეთი, იტალიის შემდეგ, ევროპაში მეორე ადგილს იკავებს, მსოფლიოში კი - მეოთხეს (აშშ-ს, ჩინეთისა და იტალიის შემდეგ).