ესპანეთში COVID-19-ით 24 საათში 48 ადამიანი გარდაიცვალა

ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 233,037-ს აღწევს. ბოლო დღე-ღამეში ინფიცირების 482 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, ესპანეთში კორონავირუსით 27,940 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 48 გასული 24 საათის განმავლობაში, რაც ბოლო ორი თვეში ერთ დღეში გარდაცვლილთა ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.