ესპანეთში COVID-19-ით 24 საათში 56 ადამიანი გარდაიცვალა

ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 234 824-ს აღწევს. ბოლო დღე-ღამეში ინფიცირების 446 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, ესპანეთში კორონავირუსით 28 628 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 56 გასული 24 საათის განმავლობაში.