ესპანეთში COVID-19-ით ბოლო 24 საათში 138 ადამიანი გარდაიცვალა

ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 230,183-ს აღწევს. ბოლო დღე-ღამეში ინფიცირების 549 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, ესპანეთში კორონავირუსით 27,459 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 138 გასული 24 საათის განმავლობაში. 144 783 ადამიანი გამოჯანმრთელდა.