ესპანეთში COVID-19-ით ბოლო 24 საათში 176 ადამიანი გარდაიცვალა

ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 228 030-ს აღწევს. ბოლო დღე-ღამეში ინფიცირების 426 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, ესპანეთში კორონავირუსით 26 920 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 176 გასული 24 საათის განმავლობაში. 138 980 ადამიანი გამოჯანმრთელდა.