ესპანეთში COVID-19-ით ბოლო 24 საათში 179 ადამიანი გარდაიცვალა

ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 223 578-ს აღწევს. ბოლო დღე-ღამეში ინფიცირების 604 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, ესპანეთში კორონავირუსით 26 478 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 179 გასული 24 საათის განმავლობაში. 133 952 ადამიანი გამოჯანმრთელდა.