ესპანეთში COVID-19-ით ბოლო 24 საათში 244 ადამიანი გარდაიცვალა

ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 220 325-ს აღწევს. ბოლო დღე-ღამეში ინფიცირების 685 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, ესპანეთში კორონავირუსით 25 857 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 244 გასული 24 საათის განმავლობაში. 126 002 ათასი ადამიანი გამოჯანმრთელდა.