ესპანეთში COVID-19-ით ერთ დღეში 48 ადამიანი გარდაიცვალა

ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 235,290-ს აღწევს. ბოლო დღე-ღამეში ინფიცირების 466 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, ესპანეთში კორონავირუსით 28,678 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 48 გასული 24 საათის განმავლობაში.