ესპანეთში COVID-19-ით ერთ დღეში 96 ადამიანი დაინფიცირდა

ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 239 429-ს აღწევს.

დაავადებულთა რიცხვი გასული დღე-ღამის განმავლობაში 96-ით გაიზარდა.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, ესპანეთში კორონავირუსით 27 127 ადამიანი გარდაიცვალა. მათ შორის, 39 გასული 24 საათის განმავლობაში.