ესპანეთში COVID-19-ით გარდაცვალების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 217,466-ს აღწევს. ბოლო დღე-ღამეში ინფიცირების 884 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, ესპანეთში კორონავირუსით 25,264 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 164 გასული 24 საათის განმავლობაში, რაც 18 მარტის შემდეგ ერთ დღეში გარდაცვლილთა ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. 

ესპანეთში ამ დროისათვის 115 ათასამდე ადამიანი გამოჯანმრთელდა.