ესპანეთში კორონავირუსის 4 122 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 4 122 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 114 ადამიანი გარდაიცვალა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ესპანეთში კორონავირუსის 716 481 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 31 232 ადამიანი გარდაიცვალა.