ესპანეთში კორონავირუსის 7 586 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 7 586 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 590 ადამიანი გარდაიცვალა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ესპანეთში კორონავირუსის 3 255 324 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 75 010 ადამიანი გარდაიცვალა.