ესპანეთში კორონავირუსით 1 კვირაში 39 ადამიანი დაიღუპა

ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 236,769-ს აღწევს. ბოლო დღე-ღამეში ინფიცირების 231 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, ესპანეთში კორონავირუსით 27,118 ადამიანი გარდაიცვალა.  მათ შორის 39 გასული 1 კვირის განმავლობაში. 114 678 ადამიანი გამოჯანმრთელდა.