ესპანეთში კორონავირუსით 12 ათასზე მეტი მედიკოსია ინფიცირებული

ესპანეთში კორონავირუსით 12 ათასზე მეტი მედიკოსია ინფიცირებული

ესპანეთში COVID-19-ით 12 298 მედიკოსია ინფიცირებული. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის წარმომადგენელმა, მარია ხოსე სიერამ განაცხადა.

მისი თქმით, ეს საერთო გამოვლენილი რაოდენობის 14%-ია.

COVID-19-ით ესპანეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 6400 პირს დაუდასტურდა ინფიცირება, რითაც დაავადებულთა რაოდენობა 85 195-მდე გაიზარდა.