ესპანეთში კორონავირუსით 24 საათში 325 ადამიანი დაიღუპა

ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 212 917-ს აღწევს. ბოლო დღე-ღამეში ინფიცირების 2144 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, ესპანეთში კორონავირუსით 24 275 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 325 გასული 24 საათის განმავლობაში. 109 ათასამდე ადამიანი გამოჯანმრთელდა.