ესპანეთში კორონავირუსით 24 საათში 331 ადამიანი დაიღუპა

ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 209 465-ს აღწევს. ბოლო დღე-ღამეში ინფიცირების 1 831 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, ესპანეთში კორონავირუსით 23 521 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 331 გასული 24 საათის განმავლობაში. 100 ათასზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა.