ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 72 ათასს აჭარბებს

ესპანეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 8 189 შემთხვევაა გამოვლენილი. ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობა 72 248-ს აღწევს. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს.

COVID-19-ის ეპიდემიას ესპანეთში 5 690 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. აქედან 832 - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში. 4 ათასზე მეტი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა, ხოლო 9 600-მდე პაციენტი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლით ესპანეთი, იტალიის შემდეგ, ევროპაში მეორე ადგილს იკავებს, მსოფლიოში კი - მეოთხეს (ჩინეთის, იტალიისა და აშშ-ის შემდეგ).