ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 200 000-ს გადააჭარბა

ესპანეთში გასულ 24 საათში კორონავირუსით 399 ადამიანი გარდაიცვალა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 20 852 აღწევს. გასული დღე-ღამის განმავლოაბაში დაინფიცირების 4 266 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსის გავრცელების საერთო რაოდენობამ 200 210-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 80 587 პაციენტი. კლინიკაში მკურნალობას 99 000 ადამიანი განაგრძობს.

პრემიერი პედრო სანჩესი ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის 9 მაისამდე გაგრძელებას გეგმავს, თუმცა 27 აპრილიდან მცირე შემსუბუქებაც ამოქმედდება. მოქალაქეებს ბავშვების ქუჩაში გამოყვანის ნებას დართავენ.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით ესპანეთში, ევროპის მასშტაბით, შეზღუდვების ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი რეჟიმი მოქმედებს. მოსახლეობას ქუჩაში გამოსვლის ნება უკიდურესი საჭიროების შემთხვევაში და ისიც, მოკლე დისტანციაზე აქვს.