ესპანეთში მიწისძვრა რამდენჯერმე განმეორდა

ესპანეთში მიწისძვრა რამდენჯერმე განმეორდა, რომელთა მაგნიტუდა 4-ს აღემატებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროპის ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრის (EMSC) მონაცემები ადასტურებს.

ყველაზე შესამჩნევი ბიძგები დაფიქსირდა სამშაბათს, 26 იანვარს. სეისმოლოგებმა აღნიშნეს, რომ მიწისძვრის ერთ-ერთი ეპიცენტრი მდებარეობს ქალაქ გრანადადან 11 კილომეტრში. 

ყველაზე ძლიერი ბიძგები გვიან ღამით დაფიქსირდა კულიარ ვეგას (მაგნიტუდა 4.2) და სანტა ფეის (4 და 4.3) რაიონებში.

პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა Twitter- ის საკუთარ გვერდზე მოსახლეობას მიმართა და სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა. მან ადგილობრივებს სთხოვა, გაეთვალისწინათ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის რეკომენდაცოები და იმედი გამოთქვა, რომ მალე ყველაფერი დასრულდება.  

ნგრევისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.