ესპანეთში მსოფლიო ჩემპიონმა მძარცველები დაიჭირა

სევილიაში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა და ახლა პოლიციელმა, სერხიო რეპისიომ ორი ყაჩაღი დაიჭირა, რომლებმაც საფულე მოიპარეს. 

თავდამსხმელებმა ბანკომატთან ახლოს მდგომ ქალს ჩანთა წაართვეს და მიმალვას შეეცადნენ, მაგრამ არ გაუმართლათ, რადგან ამ ფაქტს შეესწრო პოლიციელი, რომელიც ყოფილი მსოფლიო ჩემპიონია. 

რეპისიო 4×400 მეტრის დისტანციაზე სირბილშო ჩემპიონის და 35 წელს გადაშორებულ ათლეტებში ევროპის რეკორდსმენის ტიტულის მფლობელია. 

ის მძარცველებს მყისიერად გაეკიდა და მათ დასაჭერად დიდი დრო არ დასჭირვებია. ქალბატონს ჩანთა მშვიდობიანად დაუბრუნა. 

მოგვიანებით გაირკვა, რომ შიგნით 3000 ევრო იდო.