ესპანეთში საგანგებო რეჟიმი დასრულდა

ესპანეთში კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული საგანგებო მდგომარეობა დასრულდა. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა La Sexta იუწყება.

საგანგებო რეჟიმი ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა 2020 წლის 25 ოქტომბერს მეორედ შემოიღო.

საგანგებო რეჟიმის დასრულების შემდეგ, საკარანტინო შეზღუდვების დაწესება სასამართლოს პრეროგატივად დარჩება. 

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ესპანეთში კორონავირუსით 3 567 408 ადამიანი დაინფიცირდა. ინფიცირებულთაგან 78 792 პირი დაავადებას ემსხვერპლა, ხოლო 3 248 010 გამოჯანმრთელდა.