ესპანეთში ტერორიზმში ეჭვმიტანილი დააკავეს

ესპანეთის პოლიციამ ბარსელონაში მაროკოელი კაცი დააკავა, რომელიც კორონავირუსის კრიზისის დროს, ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" სახელით, ტერორისტული თავდასხმის დაგეგმვაშია ეჭვმიტანილი.

ესპანეთის სამოქალაქო გვარდიის თქმით, მაროკოელი კაცის დაკავების სპეცოპერაციაში აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიურო და მაროკოს სახელმწიფო უსაფრთხოების ძალებიც მონაწილეობდნენ.