ესპანეთში ვერტმფრენი ჩამოვარდა, არის მსხვერპლი

ესპანეთში ვერტმფრენმა ავიაკატასტროფა განიცადა. ინციდენტი ლერიდას პროვინციაში მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაიცვალა 2 ადამიანი.

ავიაკატასტროფის შედეგად ვერტმფრენს ცეცხლი გაუჩნდა. მეხანძრეებმა ალის ჩაქრობა მოახერხეს.

ვერტმფრენი ელექტროგადამცემი ხაზების მონიტორინგს ახორციელებდა.