ესპერი: ჩინეთი და რუსეთი ვირუსს საკუთარი ინტერესებისთვის იყენებენ 

ჩინეთი და რუსეთი კორონავირუსით შექმნილი საგანგებო ვითარებით სარგებლობენ და ევროპაში საკუთარი ინტერესების გაფართოებას ცდილობენ. ეს გაცხადება აშშ-ის თავდაცვის მდივანმა. მარკ ესპერმა გააკეთა. მოსკოვმაც და პეკინმაც იტალიაში, რომელიც ევროპაში ყველაზე მეტად პირველი დაზარალდა, დახმარება გაგზავნა. ესპეკი სვამს კითხვას - შეეცდება თუ არა ეს ორი ქვეყანა, ამ დახმარების სანაცვლოდ იტალიაზე გავლენა გააძლიეროს. 

"აშშ-მა იცის, რომ ისინი პანდემიის კრიტიკულ ინდუსტრიასა და ინფრასტრუქტურაში ინვესტირებისთვის გამოყენებას შეეცდებიან. ეს გრძელვადიან პერსპექტივაში უსაფრთხოებაზე მოახდენს გავლენას. თავიანთი ინტერესების წინ წამოწევით ისინი NATO-სა და ევროპაში განხეთქილების შეტანას შეეცდებიან. „Huawei და 5G ჩინეთის მავნებლური საქმიანობის თვალსაჩინო მაგალითია“, - განაცხადა ესპერმა.

ესპერის ეს განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებას მოყვა. პომპეომ ჩინეთი კორონავირუსის გავრცელებაში დაადანაშაულა. პომპეოს თქმით, ვაშინგტონს მტკიცებულებები აქვს, რომ ვირუსი არა ცხოველთა ბაზრიდან, არამედ ვუჰანის ლაბორატორიიდან გავრცელდა.