ესტონეთის მოქალაქეს, რომელმაც ლოტერეაში თანხა მოიგო, უფრო დიდი სიურპრიზი ელოდებოდა

ესტონეთის ქალაქ ტაპაში მამაკაცმა Eesti Loto-ს ოფისს მოგებული თანხის მისაღებად მიმართა, რომელიც, მისი ვარაუდით, 1000 ევროს შეადგენდა. ადგილზე მისულს კომპანიის წარმომადგენლებმა განუცხადეს, რომ მას ასჯერ მეტი ოდენობა ეკუთვნოდა.

მოგებული თანხის გაფორმების დროს, მამაკაცი ძალიან გაკვირვებული იყო, როდესაც აღმოჩნდა, რომ მან რეალურად 96 808,50 ევრო მოიგო.

გამარჯვებული შოკში ჩავარდა და შემდეგ გახარებულმა განაცხადა, რომ ახლა, როგორც იქნა, ახალი ქურის შეძენას შეძლებს.