ესტონეთის პრემიერს კორონავირუსი აქვს

ესტონეთის პრემიერ-მინისტრს, კაია კალასს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში მან თავად დაწერა.

”დღეს მე ვუერთდები ათასობით ესტონელს, რომლებმაც კორონავირუსზე ტესტის დადებითი პასუხი მიიღეს”, - წერს კალასი.

პრემიერ მინისტრის თქმით, მას აქვს დაბალი სიცხე, მაგრამ საერთო ჯამში ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგია. გამოჯანმრთელებამდე კალასი კარანტინში დარჩება და მთავრობის მეთაურის ფუნქციების შესრულებას დისტანციურად გეგმავს.