ესტონეთს ახალი პრეზიდენტი ჰყავს

ესტონეთის პარლამენტმა ალარ კარისი პრეზიდენტად აირჩია. 

პარლამენტში კენჭისყრის მეორე ტურში კარისის კანდიდატურას მხარი  72 დეპუტატმა დაუჭირა. კენჭისყრაში სულ 80 დეპუტატი იღებდა მონაწილეობას. 

30 აგვისტოს, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური შედგა. ფარული კენჭისყრისას 63 დეპუტატმა მისცა ხმა კარისის კანდიდატურას, თუმცა გამარჯვებისთვის მას 65 მხარდამჭერი ესაჭიროებოდა. 

ალარ კარისი ესტონეთის ეროვნული მუზეუმის დირექტორის თანამდებობას იკავებდა.  

კარისის ესტონეთის მოქმედ პრეზიდენტს, კერსტი კალიულაიდს შეცვლის და მუშაობას ოქტომბერში შეუდგება.