ესტონეთში ძლიერი შტორმის გამო ათასობით ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა

ესტონეთის დასავლეთ ნაწილში, ძლიერი შტორმის გამო 5 ათასზე მეტი ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ქვეყანას შტორმი თავს შაბათს დაატყდა.

ადგილობრივი დროით 11:17 საათზე ქვეყანაში ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა 5374 მომხმარებელს.

შაბათს დილით ესტონეთის მახლობლად გააქტიურდა დაბალი წნევის არეალი, რის შედეგადაც ქარის სიჩქარე 25 მ / წმ-მდე გაიზარდა, ხოლო კუნძულებზე  - 27 მ / წმ-ს აღწევს. დაბალი წნევის არეალის შემცირდებას კვირას ღამით ვარაუდობენ.