ესტონეთში პირბადეების ტარება სავალდებული აღარ არის

ესტონეთის მთავრობამ  პირბადეების სავალდებულო ტარების შესახებ ბრძანება გააუქმა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ესტონეთის მოქალაქეებს 2 ივნისიდან პირბადეების ტარება აღარ მოეთხოვებათ.

ამასთან, ქვეყნის მთავრობა მოქალაქეებს ურჩევს  საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადეები გაიკეთონ.