ესტონეთში 60 ათასი აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი

ესტონეთში ძლიერი ქარიშხლის შედეგად 60 ათასი აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ინფორმაციას ამის შესახებ ელექტროგამანაწილებელი კომპანია „Elektrilevi“ ავრცელებს.

„ქარის სიჩქარე გარკვეულ ადგილებში 30 მ/წმ-ს აჭარბებდა. შედეგად ბევრ რაიონში ხეები ელექტროგადამცემ ხაზებს დაეცა, ბოძები დაზიანდა“, - აცხადებენ კომპანიაში.

აღდგენით სამუშაოებს რთული მეტეოროლოგიური პირობები აფერხებს.

„სიტუაცია ძალიან რთულია, თუმცა ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ელექტროენერგიის მიწოდება აღდგეს“, - დასძინეს „Elektrilevi-ში“.