ეთიოპიაში საპროტესტო აქციებს 166 ადამიანი ემსხვერპლა

ეთიოპიაში ცნობილი მომღერლის, ჰანტალუ ჰუნდესას მკვლელობით გამოწვეული საპროტესტო აქციების დროს, გასული კვირის განმავლობაში 166-ზე ადამიანზე მეტი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

28 ივნისს, 34 წლის მომღერალი, ჰანტალუ ჰუნდესა, რომელიც პოლიტიკური შინაარსის ტექსტებითა და მთავრობის კრიტიკით გამოირჩეოდა, დედაქალაქის, ადის-აბებას გარეუბანში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. მისი კომპოზიციები ორი წლის წინ საპროტესტო გამოსვლების ერთგვარ ჰიმნადაც იქცა. 

გარდაცვალებამდე მომღერალი აცხადებდა, რომ მას მოკვლით ემუქრებოდნენ.

გასული ერთი კვირის განმავლობაში გამართულ საპროტესტო აქციებზე პოლიციამ სულ 1,084 ადამიანი დააკავა.