ეთიოპიაში სკოლები დაიკეტა - უფროსკლასელები ომში მიდიან

ეთიოპიის ხელისუფლებამ სკოლების დაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო, რათა ფრონტის ხაზისთვის მაღალი კლასის მოსწავლეები შეარჩიოს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სამოქალაქო ომი გადამწყვეტ ფაზაში შედის. 

განათლების მინისტრმა თქვა, რომ ახალი ზომა მინიმუმ 1 კვირის განმავლობაში იქნება მიღებული. 2 მილიონი მოსწავლე უკანასკნელი კვირების განმავლობაში საგანმანათლებლო პროცესს ისედაც არ ესწრებოდა.

რეგიონ ტიგრაიში დაწყებული კონფლიქტი მეტად ინტენსიურდება. ცენტრალური ხელისუფლების ძალებმა გამოაცხადეს, რომ ისინი ისტორიული ქალაქის, ლალიბელას ასაღებად იბრძოლებენ. ლალიბელაში მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებია განთავსებული.