ეუთო სამხრეთ კავკასიაში რეგიონული თანამშრომლობით დაინტერესებულია

ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის რეგიონული თანამშრომლობის დამყარებას მხარს უჭერს. ამის შესახებ ეუთო-ს მოქმედმა თავმჯდომარემ, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ან ლინდემ სტოკჰოლმში ეუთო-ს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა

"სომხეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობების დამყარების უპირატესობებში დარწმუნებული ვარ", - განაცხადა მან.

ან ლინდემ ასევე განაცხადა, რომ ეუთო მზადაა, ამ მიმართულებით
ნაბიჯები გადადგას და ამ პროცესს ხელი შეუწყოს.