Ever Given-მა სუეცის არხი ინციდენტის გარეშე გაიარა

კონტეინერმზიდმა Ever Given სუცეის არხი ინციდენტის გარეშე გაიარა. ინფორმაციას პორტალი marinevesseltraffic ავრცელებს.

400 მეტრის სიგრძის Ever Given არხში 9,7 კვანძის სიჩქარით მიდიოდა, რაც დაახლოებით 18 კილომეტრს საათში უდრის.

კონტეინერმზიდი ეგვიპტის ქალაქ პორტ-საიდიდან გავიდა. მისი საბოლოო დანიშნულება უცნობია.

ცნობისთვის, პანამის დროშის ქვეშ მცურავი გიგანტური ტანკერი Ever Green, რომელიც ჩინეთიდან ნიდერლანდებში მიემართებოდა, სუეცის არხში 23 მარტს გაიჭედა. 20 ტონაზე მეტი ტვირთით დატვირთული კონტეინერმზიდი ერთ-ერთი ყველაზე დიდი გემია ამ კლასის ხომალდებს შორის. მისი სიგრძე 400, ხოლო სიგანე - 59 მეტრია.

რამდენიმედღიანი ოპერაციის შემდეგ, 29 მარტს გემის მეჩეჩიდან მოხსნა და სუეცის არხის გათავისუფლება შეძლეს. სუეცის არხის ადმინისტრაციამ შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობა გემის კაპიტანს დააკისრა.