ევროკავშირი ბელარუსთან სავიზო რეჟიმს ამარტივებს

ევროსაბჭომ ბელარუსთან ვიზალიბერალიზაციის რეჟიმისა და ქვეყნიდან ევროკავშირში უნებართვოდ ჩასული პირების რეადმისიის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა.

"შეთანხმება, რომელიც ვიზების გაცემის გამარტივებისკენ არის მიმართული, ჩვენს ერებს შორის ურთიერთობებში მნიშვნელოვანი ეტაპია და ეკონომიკური, კულტურული და სამეცნიერო კავშირების განმტკიცებაში წვლილს შეიტანს", - აღნიშნულია ევროკავშირის განცხადებაში.

შეთანხმება ძალაში 1 ივლისიდან შევა.

ბელარუსის მოქალაქეები სავიზო მოსაკრებლის სახით 60 ევროს ნაცვლად 35-ს გადაიხდიან. ევროკავშირის ტერიტორიაზე ყოფნა მათ წელიწადში 180 დღის განმავლობაში შეეძლებათ.