ევროკავშირი Moderna-სგან COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის 160 მილიონ დოზას მიიღებს

აშშ-ის ბიოტექნოლოგიური კომპანია Moderna გახდება წამლის მეექვსე წარმოებელი, რომელიც ევროკავშირს კორონავირუსის საწინააღმდეგო კანდიდატ ვაქცინას მიაწოდებს. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი ამერიკისგან 160 მილიონ ვაქცინის დოზას მიიღებს.

"მოხარული ვარ განვაცხადო, რომ ხვალ ჩვენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინასთან დაკავშირებით ახალ კონტრაქტს გავაფორმებთ", - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლეიენმა.

შეგახსნებთ, გასულ კვირას ამერიკულმა კომპანია Moderna-მ გამოაცხადა, რომ მისმა კლინიკური ცდის შუალედურმა შედეგმა აჩვენა, რომ კორონავიუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 94.5%-ით ეფექტურია.