ევროკავშირი ნავალნის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ შეთანხმდა

ევროკავშირის ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტის წევრებმა ოპოზიციის ლიდერის ალექსეი ნავალნის გამო ანტირუსული სანქციების მიღების პროცედურის დაწყებას მხარი დაუჭირა. შეხვედრა ბრიუსელში გაიმართა.

სანქციების ამოქმედებისათვის ევროკავშირის საბჭომ ახლა უნდა დაამტკიცოს მისი დადგენილება, შემდეგ კი დოკუმენტი ევროკავშირის "ოფიციალურ ჟურნალში" უნდა გამოქვეყნდეს.

გავრცელებული ინფორმაციით, დოკუმენტის გამოქვეყნება, შესაძლოა, სამშაბათს, 2 მარტს მოხდეს. სასანქციო სიის შემადგენლობა, აგრეთვე ფიზიკური და იურიდიული პირების რაოდენობა, რომლებიც მასში შევა, ჯერჯერობით უცნობია.