ევროკავშირი Pfizer-ის კიდევ 900 მილიონ დოზას შეისყიდის

ევროკავშირმა Pfizer/BioNTech-თან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის კიდევ 900 მილიონი დოზის შესყიდვის შესახებ შეთანხმება გააფორმა. ამის შესახებ BBC წერს.

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ ვაქცინის დამატებით დოზებს ევროკავშირის ქვეყნები 2021-2023 წლებში მიიღებენ.

გასულ კვირას, ამერიკულმა კომპანიამ Pfizer და მისმა გერმანელმა პარტნიორმა BioNTech-მა ევროკავშირის ევროპის წამლის სააგენტოს (ЕМА) განაცხადით მიმართეს და COVID-19-ის საწინააღმდეგო მათი ვაქცინის 12-15 წლის მოზარდებში გამოყენება მოითხოვეს.

ამ დროისათვის, ევროკავშირის მასშტაბით კორონავირუსზე სრულად ვაქცინაცია 298 მილიონ ადამიანს ჩაუტარდა. ხოლო ქვეყნებს ვაქცინის 1.24 მილიონი დოზა გადაეცათ.