ევროკავშირი რეგიონის ყველა მოთამაშეს მოუწოდებს, მთიანი ყარაბაღის სიტუაციაში ჩარევისგან თავი შეიკავოს

ევროკავშირი რეგიონში არსებულ ყველა მოთამაშეს მოუწოდებს, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში დეესკალაციას შეუწყოს ხელი და კონფლიქტშჭი უცხო ჩარევა თავიდან აიცილონ. ამის შესახებ ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების სპიკერმა, პეტერ სტანომ განაცხადა.

"ჩვენ რეგიონში ყველა მოთამაშეს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ მთიან ყარაბაღში კონფლიქტში ნებისმიერი ფორმით ჩარევისგან", - ხაზი გაუსვა მან.

აზერბაიჯანსა და სომხეთში, მთიან ყარაბაღში არსებული კონფლიქტის გამწვავების გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

შეგახსენებთ, 27 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. მხარეები სამხედრო შეტაკებების და მსხვერპლის შესახებ იუწყებიან.