ევროკავშირი რუსეთს სანქციებს არ მოუხსნის

ევროკავშირის ხელმძღვანელობა, კორონავირუსის გავრცელების პირობებში, რუსეთისადმი სანქციების შენარჩუნებაში პრობლემას ვერ ხედავს. ამის შესახებ ბრიუსელში ვიდეო-ბრიფინგის დროს ევროკომისიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, პიტერ სტანომ განაცხადა.

მისი თქმით, შემზღუდავი ზომები რუსეთს კორონავირუსთან ბრძოლაში ხელს არ უშლის.

შეგახსენებთ, გასულ კვირაში გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ რუსეთის რეზოლუციის პროექტი დაბლოკა, რომელიც კორონავირუსის პანდემიის პირობებში სანქციების მოხსნას სთავაზობდა. ინიციატივის წინააღმდეგ აშშ, უკრაინა, საქართველო, დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირის წევრი ქვეყნები გამოვიდნენ.