ევროკავშირი რუსეთს სანქციებს გაუხანგრძლივებს

ევროკავშირის ლიდერების გადაწყვეტილებით, უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის გამო, მოსკოვის მიმართ დაწესებული ეკონომიკური სანქციები კიდევ ექვსი თვით გახანგრძლივდება.

ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პრესპიკერმა განაცხადა. 

სანქციები 2021 წლის 31 ივლისამდე გასტანს.