ევროკავშირი სირიას სიკვდილით დასჯის გაუქმებისაკენ მოუწოდებს

ევროკავშირი სირიას მოუწოდებს გააუქმოს სიკვდილით დასჯა. 

ევროკავშირის წარმომადგენელთა ინფორმაციით, გაერთიანება აგრძელებს მსოფლიოში სიკვდილით დასჯის პრაქტიკის გაუქმებაზე მუშაობას. 

ამჯერად ევროპული გაერთიანება დამასკოს მოუწოდებს შეუერთდეს საყოველთაო სამშვიდობო ტენდენციას და უარი თქვას სასჯელის ამ ზომის გამოყენებაზე.