ევროკავშირი უკრაინას ნებისმიერი აგრესიის შემთხვევაში მხარს დაუჭერს

უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერ აგრესიას უსერიოზულესი შედეგები მოჰყვება, - ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ განაცხადა.

"ევროკავშირს აქვს მკაფიო პოზიცია: ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის სტაბილურობას, უსაფრთხოებას, ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს უკრაინას ნებისმიერი აგრესიის წინაშე, რომელსაც ყველაზე სერიოზული შედეგები ექნება“, - განაცხადა მან.

მანამდე სტანომ განაცხადა, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები თავიანთ რეგულარულ შეხვედრაზე 13 დეკემბერს გეგმავენ, განიხილონ უკრაინის გარშემო მომხდარი ბოლო მოვლენები და ვითარებასთან დაკავშირებით საერთო ევროპული პოზიცია შეიმუშაონ.