ევროკავშირის ქვეყნები ზამთრის დროზე გადავიდნენ

ევროკავშირის ქვეყნები, 25 ოქტომბერს, 02:00 საათიდან ზამთრის დროზე გადავიდნენ. ამის შესახებ გამოცემა DW წერს.

გამოცემის ცნობით, ევროკავშირის ქვეყნებმა საათის ისრები 1 საათით უკან გადასწიეს. 

1996 წლიდან ევროკავშირის ქვეყნებში ზამთრისა და ზაფხულის დროზე გადასვლის ერთიანი წესი მოქმედებს. მარტის ბოლო კვირას ქვეყნები საათის ისრებს ერთი საათით წინ წევენ, ხოლო ოქტომბრის ბოლო კვირას - ერთი საათით უკან. ამავე დროს, ცალკეულმა ევროპულმა ქვეყნებმა ზაფხულის დროზე გადასვლა გაცილებით ადრე დაიწყეს.

თუმცა, ევროპის თითოეულ სახელმწიფოს 2021 წლიდან არჩევანის შესაძლებლობა ექნება. ქვეყნები საათის გადაწევა-არგადაწევის საკითხს დამოუკიდებლად განსაზღვრავენ.