ევროკავშირის ლიდერები ბიუჯეტზე შეთანხმებას კვლავ ეცდებიან

ბრიუსელში გამართული სამიტის ფარგლებში ევროკავშირის ლიდერები 7-წლიან ბიუჯეტზე ვერ შეთანხმდნენ. ამის შესახებ ევროსაბჭოს წარმომადგენლის, ბარენდა ლეიტსისი განცხადებაშია აღნიშნული.

მისი თქმით, გადაწყვეტილების მიღება ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გავლის გამო რთულდება, რადგან "ბრექსიტის" შედეგად გაერთიანება 70 მილიარდი ევროს შენატანის გარეშე დარჩა.

ლეიტსის თქმით, მოლაპარაკებები დღეს გაგრძელდება.