ევროკავშირის მოსახლეობის 30%-მა პირველი ვაქცინაცია ჩაიტარა

ევროკავშირში ამ დროისთვის მოსახლეობის მხოლოდ 12%-ს აქვს ვაქცინაციის ორივე დოზა მიღებული და მესამედს მხოლოდ პირველი აცრა აქვს გაკეთებული. ამის შესახებ ევროკომისარმა ჯანდაცვის საკითხებში სტელა კირიაკიდესმა განაცხადა. ევროკავშირში იმედოვნებენ, რომ ივლისის დასაწყისისთვის ევროგაერთიანების ზრდასრული მოქალაქეების 70% ვაქცინირებული იქნება.